„ნიუ იორკ თაიმსი“ - მაიკ პენსი ერთ-ერთი საავადმყოფოს დასათვალიერებლად პირბადის გარეშე მივიდა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - მაიკ პენსი ერთ-ერთი საავადმყოფოს დასათვალიერებლად პირბადის გარეშე მივიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, კოლეგებთან ერთად მეიოს კლინიკის დასათვალიერებლად პირბადის გარეშე მივიდა. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პენსის თანამშრომლებს, ყველა ექიმსა და პაციენტს პირბადე ეკეთა.

მეიოს კლინიკამ, მოგვიანებით „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი უსაფრთხოების დაცვის საჭირო ზომების თაობაზე წინასწარ იყო გაფრთხილებული.

პენსის ასეთ ქცევას საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, თუმცა, ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ის სხვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და პირბადე სწორედ ამიტომ არ ეკეთა.

„როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მე და ყველას ჩემ გარშემო რეგულარულად გვიტარდება ტესტი კორონავირუსზე“, – განაცხადა მაიკ პენსმა. მისი თქმით, ითვალისწინებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციას, რომ ქირურგიული პირბადეები ეფექტიანია, როდესაც ის ინფიცირებულ ადამიანს უკეთია.