„ნიუ იორკ თაიმსი“ ხვიჩა კვარაცხელიაზე - ქართველი „მხატვარი“, რომლის საფეხბურთო უნარმა მამა გადაარჩინა #1TVSPORT 
„ნიუ იორკ თაიმსი“ ხვიჩა კვარაცხელიაზე - ქართველი „მხატვარი“, რომლის საფეხბურთო უნარმა მამა გადაარჩინა #1TVSPORT 

„ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ-ის ქართველი მხატვარი, რომლის საფეხბურთო უნარმა მამა გადაარჩინა“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა „ნიუ იორკ თაიმსმა“ წერილი ფრანგული გრანდის ქართველ ვარსკვლავზე, რომელიც 31 მაისს მილანის „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება. გთავაზობთ ამ ვრცელი წერილის ფრაგმენტს.

„ის ზაფხულს წალენჯიხაში, მშობლიურ ქალაქში ატარებდა, რომელიც კავკასიის მთებითაა გარშემორტყმული. წალენჯიხაში მხოლოდ 25 000 მცხოვრებელია. თუმცა ამ რაიონიდან ბევრი სახელოვანი ქართველია: ტერენტი გრანელი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი იყო, მელიტონ ქანთარიამ კი 1945 წელს რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა აღმართა.

მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული „პარი სენ-ჟერმენის“ 24 წლის ვინგერის პოპულარობამ ყველა მათგანი დაჩრდილა. ევროპის სეზონის მთავარ საკლუბო მატჩამდე გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ თბილისს ეწვია.

მამამისი, ბადრი ფეხბურთელი იყო – ის რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანში თამაშობდა და მის ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩიც კი ჩაატარა. ბადრის ექიმებმა უთხრეს, რომ სასწრაფოდ გულის ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა.

საბოლოო ჯამში, ხვიჩამ მოსკოვის „ლოკომოტივში“ აღებული პირველი ხელფასით შეძლო ოპერაციის თანხის დაფარვა და მამის სიცოცხლის გადარჩენა.

„მას ამ ფულზე კითხვაც არ გასჩენია და მთელი თავისი პირველი ხელფასი მოგვცა“, – იხსენებს ბადრი.

ბადრი „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრება. დიდი ემოციების და გულის გამო ის ვიპლოჟაში ოჯახის წევრებთან ერთად უნდა დარჩეს. ასე იყო კვარაცხელიას ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში – იანვარში პსჟ-ში კონტრაქტის გაფორმების შემდეგ და მეოთხედფინალში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გატანილი გოლის დროს“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.