„ნიუ იორკ სიტი“ MLS-ის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
„ნიუ იორკ სიტი“ MLS-ის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

გამოვლინდა „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) გამარჯვებული. ფინალურ მატჩში. რომელიც კვირას გაიმართა, „პორტლენს ტიმბერსი“ და „ნიუ იორკ სიტი“ შეხვდნენ ერთმანეთს.

ძირითად დროში გუნდებმა თითოჯერ გაიტანეს. 41-ე წუთზე ვალენტინ კასტელიანოსმა „ნიუ იორკი“ წინ გაიყვანა, 94-ე წუთზე ფელიპე მორამ გაათანაბრა ანგარიში.

მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში „სიტიმ“ 4:2 გაიმარჯვა.

ასე რომ, „ნიუ იორკ სიტი“ თავის ხანმოკლე ისტორიაში პირველად გახდა MLS-ის ჩემპიონი. კლუბმა ლიგაშ გამოსვლა 2015 წელს დაიწყო.