„ნიუ-იორკ აილენდერსმა“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა
„ნიუ-იორკ აილენდერსმა“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა

ნაციონალური ჰოკეის ლიგის გუნდმა „ნიუ-იორკ აილენდერსმა“ სტენლის თასის გათამაშების ნახევარფინალში „ტამპა ბეი ლაითნინგთან“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

თბილისის დროით გამთენიისას დასრულებულ შეხვედრაში ნიუ-იორკელები უკეთესად გამოიყურებოდნენ და მატჩიც მათ სასარგებლოდ ანგარიშით 5:3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სტენლის თასის ფინალში გასასვლელად ორივე ნახევარფინალში ძალიან დაძაბული სერიები მიმდინარეობს. „ტამპასა“ და „ნიუ-იორკ აილენდერსს“ შორის ანგარიში 2:1-ია, ხოლო „ვეგას გოლდენ ნაითსსა“ და „დალას სტარსის“ წყვილში 2:1-ს ტეხასელები ლიდერობენ.