ნისლში ჩაძირული თამაში - „ფეინოორდისა“ და „ფორტუნას“ მატჩი ერთი კვირით გადაიდო
ნისლში ჩაძირული თამაში - „ფეინოორდისა“ და „ფორტუნას“ მატჩი ერთი კვირით გადაიდო

ჰოლანდიის თასის გათამაშების 1/8 ფინალში ერთმანეთს „ფეინოორდი“ და „ფორტუნა“ დაუპირისპირდნენ.

ძლიერი ნისლის გამო მატჩის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა, საბოლოოდ ფეხბურთელები მოედანზე მაინც გავიდნენ.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, შესვენებაზე ნისლი კიდევ უფრო გაძლიერდა, 64-ე წუთზე კი მთელი მოედანი ბურუსში გაეხვია და თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, რადგან ფეხბურთელების თვალსაწიერი, მხოლოდ რამდენიმე მეტრი იყო.

მსაჯებმა გადაწყვიტეს თამაში შეეჩერებინათ და ფრე დააფიქისრეს 1:1. „ფეინოორდისა“ და „ფორტუნას“ მატჩი 28 იანვრისთვის გადაიდო.

საინტერესოა, რომ უკანასკნელად ჰოლანდიის თასის თამაში 19 წლის წინ შეაჩერეს და იმ დროსაც მოედანზე „ფეინოორდის“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.