ნიქოზიელებმა მეორე ტურიც ჩააგდეს - ქართველების „აპოელი“ ისევ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ნიქოზიელებმა მეორე ტურიც ჩააგდეს - ქართველების „აპოელი“ ისევ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველების „აპოელმა“ კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-2 ტურის შეხვედრა ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ ითამაშა და ზედიზედ მეორე მატჩიც წააგო.

სამივე ქართველი კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შემადგენლობაში იყო – მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი 36-ე წუთზე შეცვალეს.

პირველ ტურის მატჩი ნიქოზიის გუნდმა საკუთარ მოედანზე გამართა და „პაფოსთან“ 0:4 დამარცხდა. გუნდისგან ახლა რეაბილიტაციას ელოდნენ, მაგრამ „აპოელმა“ გულშემატკივარი ვერც ამჯერად გაახარა.

26-ე წუთზე, „ოლიმპიაკოსის“ კამერუნელმა თავდამსხმელმა ედგალ სალიმ მასპინძელთა კარი აიღო და შედეგი აღარ შეცვლილა – „აპოელი“ 0:1 დამარცხდა. როგორც ჩემპიონატის პირველ ტურში, „აპოელმა“ ვერ გაიტანა, ვერ მოიგო და ქულა ვერ აიღო, ორიდან ორი წაგება აქვს და გოლი არ აქვს გატანილი.

 

„ოლიმპიაკოსთან“ მარცხის შემდეგ 2 ტურში ნიქოზიელები 0 ქულით და ბურთების შეფარდებით 0:5-ზე სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.