ნინუას იჯარაზე „ანორთოსისი“ პაოკ-ს შეუთანხდა - გადამწყვეტ სიტყვას მწვრთნელი იტყვის
ნინუას იჯარაზე „ანორთოსისი“ პაოკ-ს შეუთანხდა - გადამწყვეტ სიტყვას მწვრთნელი იტყვის

სალონიკის პაოკ-ის ნახევარმცველის, ნიკა ნინუას ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გადასვლის საკითხი წყდება და შესაძლოა, უახლოეს საათებში გაირკვეს, თუმცა, კლუბები უკვე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას „პაოკ 24“ ავრცელებს.

„ფამაგუსტას „ანორთოსისს“ სურს პაოკ-ის ნახევარმცველის, ნიკა ნინუას იჯარით დამატება. კვიპროსული გუნდის წარმომადგენლებმა უკვე მიაღწიეს პაოკ-თან შეთანხმებას ნინუას თაობაზე, რომელსაც წელს სალონიკის კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა. 21 წლის ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი თემურ ქეცბაიას გეგმებშია – ფამაგუსტელთა მწვრთნელს მისი გადაბირება სურს“, – წერს „პაოკ 24“.

თუმცა, საკლუბო გამოცემა აზუსტებს, რომ ქართველი ახალგაზრდის კვიპროსზე გადასვლას მხოლოდ პაოკ-ის მენეჯმენტი არ წყვეტს.

ფამაგუსას გუნდის მენეჯმენტი პაოკ-ისგან საბოლოო პასუხს ელოდება. გადაწყვეტილება კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაბლო გარსიამ უნდა მიიღოს. ურუგვაელი მწვრთნელი ან იტყვის „დიახ“, ან ამ ტრანსფერს „წითელს აუნთებს“ და გუნდში შეინარჩუნებს“, – ამტკიცებს „პაოკ 24“.

კვიპროსულ მედიაში ოდნავ განსხვავებული დეტალები გავრცელდა – კონკრეტულად „ანორთოსისი 24“-ში:

„ქეცბაიამ გუნდის ხელმძღვანელობას ნინუასგან დამატება სთხოვა. ახლა კლუბი კონკრეტულ წინადადებებზე საბოლოო გადაწყვეტილებებს ელის. თავად ნინუას კი „ანორთოსისში“ გადასვლის იდეა მოსწონს“.