ნინუას გადაყვანით „ვოლოსი“ დაინტერესდა - პაოკ-ს ქართველის იჯარით დათმობა სთხოვეს #1TVSPORT
ნინუას გადაყვანით „ვოლოსი“ დაინტერესდა - პაოკ-ს ქართველის იჯარით დათმობა სთხოვეს #1TVSPORT

სალონიკის პაოკ-ს საბერძნეთის სუპერლიგის კლუბმა, „ვოლოსმა“ ნიკა ნინუას თაობაზე მიმართა, რომ 21 წლის ქართველი ნახევარმცველი იჯარით დაუთმოს, – ინფორმაციას ავტორიტეტული ბერძნული გამოცემა „სპორტტაიმი“ ავრცელებს.

„ნიკა ნინუა პაოკ-ში მოვიდა, როგორც აღმოჩენა, მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ის მოელოდა. მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს დიდი სათამაშო დრო არ აქვს. შევიტყვეთ, რომ ნინუას „ვოლოსის“ მწვრთნელი კონსტანტინოს ბრატსოსი აკვირდებოდა და ცაცია ქართველი ნახევარმცველის იჯარა სურს. ამის შესახებ პაოკ-ს უკვე მიამრთეს. რა თქმა უნდა, „ვოლოსი“ თანახმაა, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში თანხა გადაიხადოს“, – ამტკიცებს „სპორტტაიმი“.

ნიკა ნინუა პაოკ-ში სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა, მიმდინარე სეზონში გუნდში მხოლოდრვაჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. აპრილში ნიკა დაშავდა და მკურნალობდა, გუნდს კი მხოლოდ თვის ბოლოს შეუერთდა.

ვოლოსი“ საბერძნეთის სუპერლიგის აუტსაიდერი რვა გუნდის ჯგუფში ლიდერობს და მომავალ სეზონსაც საბერძნეთის სუპერლიგაში ითამაშებს.