ნინუამ „ანორთოსისში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT
ნინუამ „ანორთოსისში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT

ნიკა ნინუამ „ანორთოსისის“ მაისურით სადებიუტო მატჩი გამართა – „კარმიოტისასთან“ ამხანაგურ საშინაო მატჩში 5:1 გაიმარჯვა.

22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მატჩის შემდეგ ახალ კლუბზე ილაპარაკა და ტრანსფერში ყურადღება თემურ ქეცბიას ფაქტორზე გაამახვილა.

„ძალიან მიხარია, რომ „ანორთოსისში“ გადმოვედი. ეს შესანიშნავი გუნდია და ტრანსფერით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმისთვის მოვედი, რომ მეტი სათამაშო დრო მომეცეს. თემურ ქეცბაია დიდი მწვრთნელია და მასთან ტიტულის მოსაპოვებლად მოვედი. მისი ხელმძღვანელობით მაქვს დიდი შანსი, ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები და ვითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში“, – თქვა ნიკა ნინუამ.

ანორთოსისმა“ 22 წლის წლის საყრდენი ნახევარმცველი სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე დაიმატა. ნინუა სალონიკის პაოკ-მა 2020 წლის ზაფხულში „დინამოს თბილისიდან“ დაიმატა, მაგრამ ნიკას სათამაშო დრო არ ჰქონდა და კვიპროსში ერთწლიანი იჯარით გადავიდა, სადაც 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.