ნინუა პოლონეთთან მატჩისთვის მომჯობინდა - ახალგაზრდული ნაკრები წლის ბოლო თამაშისთვის ემზადება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთშია, სადაც 16 ოქტომბერს ევროშესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს გიორგი ცეცაძის გაწვრთნილებმა ფინეთი გასვლაზე 2:1 დაამარცხეს და ჯგუფში მესამე ადგილი გაინაღდეს.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ახალგაზრდული ნაკრები ქალაქ გდინიაში დაბინავდა და ლუკა ზარანდის გუნდის -„არკას“ სტადიონზე ივარჯიშა. გუნდი პოლონეთს სწორედ ამ სტადიონზე დაუპირისპირდება. კარგი ამბავია ისაა, რომ თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა – ნიკა ნინუამ, შეკრებაზე მიღებული ტრავმა მოიშუშა და მატჩისთის გუნდთან ერთად ემზადება.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბთ), ლუკა სანიკიძე (თელავი)
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ორივე – დინამო თბ), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი)
ნახევარმცველები: აკაკი შულაია, გიორგი კუცია, ნიკა ნინუა (სამივე – დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიეტუვა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია)
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)