ნინუა პაოკ-თან კონტრაქტს დღეს გააფორმებს - ქართველს საკარანტინო რეჟიმი არ შეეხება
ნინუა პაოკ-თან კონტრაქტს დღეს გააფორმებს - ქართველს საკარანტინო რეჟიმი არ შეეხება

ქართველი ნახევარმცველი ნიკა ნინუა საბერძნეთშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სალონიკის პაოკ-თან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმად, გუნდში სამი წელი ითამაშებს – ინფორმაციას „სპორტ 24“ ავრცელებს.

„21 წლის ნახევარმცველის პაოკ-ში ჩარიცხვა გადაწყვეტილია. ის არის თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, სადაც მისი დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა. ნინუა დიდი პერსპექტივების მქონე ფეხბურთელად ითვლება. ის ნახევარმცველია, რომელსაც შეტევების ძალიან კარგად განვითარება შეუძლია და საკმარისად პროდუქტიულია, გააქვს უამრავი გოლი და შესანიშნავი ასისტენტია“, – წერს გამოცემა.

„სპორტ 24“ ქართველი ფეხბურთელის პერსპექტივაზეც წერს:

„ნინუამ ბოლო ორი სეზონი კარგად ჩაატარა – კრეატიული და საკმარისად სწრაფია. შეტევის დასკვნით ფაზაში ძალიან შედეგიანია. მან 94 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. კონტრაქტი „დინამოსთან“ წლის ბოლოს სრულდებოდა, მაგრამ მან აღარ გააგრძელა და პაოკ-თან შეთანხმდა“.

გამოცემა „ნოვასპორტი“ კი ამტკიცებს, რომ ნიკა ნინუა კონტრაქტს 14 აგვისტოს გააფორმებს და გუნდს დაუყოვნებლივ, საკარანტინო რეჟიმის გაუვლელად შეუერთდება. თუმცა, მცირე ტრავმა აწუხებს და თავდაპირველად მკურნალობის კურსს დაასრულებს.

დატოვე კომენტარი