ნინუა მილიონად შეფასდა - მალის პროგრესი აშკარაა
ნინუა მილიონად შეფასდა - მალის პროგრესი აშკარაა

ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარებულ ნიკა ნინუას წარმატება არც „ტრანსფერმარკტმა“ დაუკარგა.

გერმანულმა სამენჯერო ინტერნეტ-სააგენტომ თბილისის „დინამოს“ და ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის ტრანსფერის პირობითი ფასი მილიონ ევრომდე გაიზარდა – აქამდე მის გრაფაში 800 ათასი ევრო ეწერა.

ასევე გაიზარდა ნიკა მალის ფასიც – „საბურთალოსა“ და საქართველის ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის მცველის ფასი უკვე 800 ათასი გახდა.

მესამე ადგილზეც მის თანაგუნდელია – 250 ათასით გაიზარდა „საბურთალოს“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი კოხრეიძის ფასი და 700 ათასს მიაღწია. ამდენივე გახდა ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელის, ჯოვინო ფლამარიონის შეფასებაც – ნაცვლად 475 ათასისა, 700 ათასი.

ეროვნული ლიგის ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ-ოთხეული ასე გამოიყურება

1 ნიკა ნინუა, თბილისის „დინამო“ – 1,000,000

2 ნიკა მალი, „საბურთალო” – 800,000

3-4 გიორგი კოხრეიძე, „საბურთალო“ – 700,000

3-4 ჯოვინო ფლამარიონი, ბათუმის „დინამო“ – 700,000