ნინოწმინდაში ახალგაზრდა მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
ნინოწმინდაში ახალგაზრდა მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

ნინოწმინდაში, სოფელ დიდი ხანჩალის მიმდებარედ, ტყეში 1985 წელს დაბადებული მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილი გუშინ გვიან ღამით, ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.