ნინო თიბილაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია
პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში (ხმალი) ახალგაზრდებში, ვარშავის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია.
ნინამ ჯგუფში ექვსი მეტოქე დაამარცხა – ელისა მოლტენი (იტალია), სოფია მაქსიმინი (საფრანგეთი), სოფია ბრაუნატო (იტალია), ელისა ზეფერინო (ბრაზილია), მატილდა პრეაფიციო (იტალია) და ამელი დიონი (საფრანგეთი)
ქართველმა პარასპორტსმენმა, ნახევარფინალში ფრანგი მოწინააღდეგე ანგარიშით 15:7, ხოლო ფინალში იტალიელი პარამოფარიკავე სოფია ბრუნეტი ანგარიშით 15:4 დაამარცხა.
ნინო თიბილაშვილი უკვე მეორედ გახდა ახალგაზრდებში- U23 მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.
ნინო თიბილაშვილის დაჯილდოება –
https://www.facebook.com/malkhaz.meskhi/videos/vb.100002252793923/1816653758419700/?type=2&video_source=user_video_tab