ნინო სალუქვაძემ 10 მეტრის დისტანციაზე სროლაში გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ნინო სალუქვაძემ 10 მეტრის დისტანციაზე სროლაში გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ტოკიო 2020-ზე 10-მეტრიან დისტანციაზე პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.

მან ჯამში 567 ქულა მოაგროვა და 31-ე ადგილი დაიკავა. ფინალურ ეტაპზე საუკეთესო 8 სპორტსმენი გავიდა. მათ შორის ჩინელი მსროლელი იანგი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპების მსოფლიო რეკორდი გაიმეორა – 587 ქულა.

ნინო სალუქვაძე 30 ივლისს 25-მეტრიდან პისტოლეტით სროლაში გამოვა.