ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT
ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT

სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა ევროპის სროლის კონფედერაციის გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა.

ასამბლეაზე რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა,  ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და პრეზიდიუმის წევრები აირჩიეს.

ორგანიზაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ალექსანდრე რატნერი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, გინესის რეკორდსმენი ნინო სალუქვაძე აირჩიეს.

ევროპის სროლის კონფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე ქართველი მესტენდური თამაზ იმნაიშვილი სასტენდო სროლაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისა და პრეზიდიუმის ხანგრძლივი წევრობისთვის ამ ორგანიზაციის საპატიო წევრად აირჩიეს.