ნინო ლომჯარია - მიუხედავად იმისა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ახალისებს ძალადობას, შექმნილ ვითარებაში, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის
ნინო ლომჯარია - მიუხედავად იმისა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ახალისებს ძალადობას, შექმნილ ვითარებაში, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ახალისებს ძალადობას, შექმნილ ვითარებაში, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ახალისებს ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას, განსაკუთრებით ისეთ მწვავე ვითარებაში, როგორიც იყო 20 ივნისის საღამოს, მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც აქციის სასტიკად დარბევისა და უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის!

ეს იქნება მნიშვნელოვანი შექმნილი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რასაც, არსებული საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!“ – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“.

პარლამენტმა დღეს თანხმობა განაცხადა, პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.