ნინო ხომერიკის ზედიზედ მეექვსე წარმატებული პარტია
ნინო ხომერიკის ზედიზედ მეექვსე წარმატებული პარტია

თურქეთის ქალაქი გებზე 20 წლამდე მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.

აქ პირველობისთვის 61 ქვეყნის 168 ვაჟი და 45 ქვეყნის 100 გოგონა იბრძვის. საქართველოს ნაკრების ღირსებას 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი, ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი ნინო ხომერიკი, საერთაშორისო ოსტატები ნოე თუთისანი და გიორგი სიბაშვილი იცავენ.

ქართველთაგან ნინო ხომერიკმა ზედიზედ მეექვსე პარტია დაასრულა წარმატებით და სატურნირო ცხრილის ლიდერია.

ნინო ხომერიკი ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს მესამე ნაკრების ღირსებას დაიცავს.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და 15 სექტემბერს დასრულდება.