ნინო გურიელის თასი ლელა ჯავახიშვილმა და დავით ჯოჯუამ მოიგეს #1TVSPORT
ნინო გურიელის თასი ლელა ჯავახიშვილმა და დავით ჯოჯუამ მოიგეს #1TVSPORT

დასრულდა ნინო გურიელის თასის გათამაშება ელვისებურ ჭადრაკში, სადაც საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდენ როგორც ქალებში, ასევე ვაჟებში.

თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული საქართველოს ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქალებში სეჯიბრება ლელა ჯავახიშვილმა მოიგო, ხოლო ვაჟებში – დავით ჯოჯუამ.

ტურნირის დასრულების შემდეგ პრიზიორები დააჯილდოვეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, ლეგენდარულმა ქართველმა მჭადრაკეებმა ნონა გაფრინდაშვილმა და ნანა იოსელიანმა. გამარჯვებულებს მთავარი პრიზი თავად ნინო გურიელმა გადასცა. ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა კი ნინო გურიელს დაბადების 60 წელი ფიდეს სახელით მიულოცა.

ნინო გურიელის თასის ორგანიზატორები იყვნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ნინო გურიელი არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი, იყო საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი (2004-2014), მსოფლიოს 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ქალთა გუნდის კაპიტანი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი – 2004-2006.