ნინო ბურჯანაძე – ელიზაბეთ რუდთან დღევანდელი შეხვედრა არ იყო მოლაპარაკებების რაუნდი
ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, დღევანდელი შეხვედრა არ იყო მოლაპარაკებების რაუნდი, – განუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან სადილის შემდეგ ჟურნალისტებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
ჩვენ ელიზაბეთ რუდმა მიგვიწვია თავის რეზიდენციაში, რაც არის ჩვეულებრივი, დიპლომატიური პრაქტიკა, რადგან ჩვენი მეგობარი ელჩები, საერთაშორისო თანამეგობრობა, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, ვწუხვართ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო.
ბუნებრივია, გამოთქმული იყო სურვილი, რომ მოიძებნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ძალები, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, გადავიდნენ ნორმალურ საარჩევნო ვითარებაში; იყოს მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო გარემო. ბუნებრივია, ამ მიმართულებით აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა პოზიტიური მნიშვნელობა. ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი, ეს იყო ხედვებისა და მოსაზრებების გაცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.