ნინო ბუხრიკიძე - საქართველოში ქალთა ფეხბურთი ნამდვილად ვითარდება #1TVSPORT
საქართველოს წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელებული ნინო ბუხრიკიძე აცხადებს, რომ, მასობრიობის ზრდასთან ერთად, ქართულ ქალთა ფეხბურთში ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გამოჩნდა და ამ სფეროს კარგი მომავალი აქვს.
„საქართველოში ქალთა ფეხბურთი ნამდვილად ვითარდება. პროფესიონალურად 16 წლიდან ვთამაშობ და მას შემდეგ დიდი პროგრესი გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჩემპიონატში გაცილებით მაღალ დონეს ვიხილავთ.
გოგონებში ფეხბურთი უფრო და უფრო პოპულარული და მასობრივი ხდება, ბევრი ბავშვი შემოვიდა და ბევრი ტალანტიც შევნიშნე. ამ თაობების სწორი მეთოდით აღზრდით სამომავლოდ ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს მივიღებთ“, – ამბობს საქართველოს ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ ერთ-ერთი ლიდერი.