ნინიაშვილის ბრინჯაო ანტალიაში
ნინიაშვილის ბრინჯაო ანტალიაში

ანტალიაში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრიზე ბაგრატ ნინიაშვილმა მესამე ადგილი მოიპოვა.

ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ის რუს სპორტსმენ აბდულა აბდულზალილოვს დაუპირისპირდა. დღეს ტურნირზე ორთაბრძოლები კაცებში 60 და 66, ხოლო ქალებში 48, 52 და 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გაიმართა. ქართველი ძიუდოისტებიდან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ნინიაშვილმა იასპარეზა.

ჩვენი სპორტსმენები ტურნირის პირველ დღეს შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ:

კაცები

60 კგ. – ჯაბა პაპინაშვილი, ირაკლი კუპატაძე
66 კგ. – ბაგრატ ნინიაშვილი, ივანე მახათაძე.

ქალები

48 კგ. – ნატალია ყიფშიძე
52 კგ. – მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
57 კგ. ეთერ ლიპარტელიანი