ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე მეორე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე მეორე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ნინა თიბილაშვილმა  პიზა-2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე მეორე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შძლო.

ქართველმა მოფარიკავემ პიზის მსოფლიო თასზე დაშნაში იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ ამ დისციპლინაში ჩვენი პარამოფარიკავეები  პირველად გამოვიდნენ.

ნინა თიბილაშვილმა ჯგუფური ეტაპი ოთხი მოგებით, წარმატებით გადალახა. მან ოლიმპიური პრიზიორი, უნგრელი პარამოფარიკავე ანგარიშით 15:12 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა, სადაც ბრძოლა ბრიტანელ ჯემა კოლინსთან დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.