ნიკოლოზ სამხარაძე სერბეთს ეწვევა

10:50, 01.04.2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე 1-4 აპრილს ქალაქ ბელგრადს, სერბეთს ეწვევა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 2022 წლის 3 აპრილს სერბეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება.

მსგავსი