ნიკოლოზ ქუთათელაძე კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ქუთათელაძე კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ნიკა ქუთათელაძემ „ნიჟნი ნოვგოროდი“ დატოვა და კარიერას დროებით „დინამო თბილისში“ გააგრძელებს. 23 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას LaGazzetta ავრცელებს.

ქუთათელაძე ევროპაში იზრდებოდა. იგი ვარჯიშობდა პრაღის „სლავიის“, „ლილის“ და პსჟ-ს აკადემიებში, საიდანაც რუსეთში გადავიდა. კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა მახაჩყალის „ანჟიში“, მოსკოვის „სპარტაკი 2“-ში და „ნიჟნი ნოვგოროდში“.

თავდამსხმელი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც იწვევდნენ, ხოლო 17-წლამდე ეროვნულ გუნდში ერთი გოლი აქვს გატანილი. ქუთათელაძე საქართველოს ჩემპიონატში პირველად ითამაშებს – ის „დინამომ“ „ნიჟნი ნოვგოროდიდან“ იჯარით დაიმატა.

„დინამო თბილისმა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვაკო გვილიასთან და ჯაბა კანკავასთან მიაღწია შეთანხმებას, ხოლო გუნდი ვასილიოს გორდეზიანმა და საბა სამშიამ დატოვეს. თბილისელები ახალი სეზონისთვის პორტუგალიაში ემზადებიან.