ნიკოლოზ დადიანი – ვფიქრობ, „იაგელონიასთან“ ბევრად თავისუფლად ვითამაშებთ #1TVSPORT
„იბერიისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმა ევროპალიგის პლეიოფში პოლონურ „იაგელონიასთან“ დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა.
„რთული თამაში გველოდება, „იაგელონია“ „ლარნზე“ ბევრად ძლიერი გუნდია. ამავე დროს გასვლაზე ვთამაშობთ, პოლონელებს კი გამორჩეული ფანები ჰყავთ და სტადიონზე ძალიან მაგარი ატმოსფერი იქნება.
მაგრამ „იბერიას“ თავისი პლუსები და სათამაშო სტილი აქვს. კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე გასვლით სტრესი მოგვეხსნა და ვფიქრობ, „იაგელონიასთან“ ბევრად უფრო თავისუფლად ვითამაშებთ. მეტოქე ძლიერია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ფეხბურთის თამაში გვსურს და იმედია, გამოგვივა“.
ევროპალიგის პლეიოფის პირველი მატჩი „იაგელონიასა“ და „იბერიას“ შორის 20 აგვისტოს, ბიალისტოკის „ჩორტენ არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.