ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის პერსპექტივაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის პერსპექტივაზე ისაუბრა

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტიში“  ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ახლადგადასული ქართველი სპორტსმენის, გოგა ბითაძის პერეპექტივა შეაფასა.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი: „გოგა ძალიან მაგარი ბიჭია, დიდი მონაცემები აქვს. დებიუტი „მინესოტასთან“ ჰქონდა და 14 ქულა მოაგროვა. კარგი მაჩვენებელია და ყველას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიჭს თამაში შეუძლია. ჩვენგან განსხვავებით, მეც, თორნიკეც, სტეფანიაც, ზაზაც, ვინც NBA – ში ვყოფილვართ, თამაშის ჩვენი სტილი გვაქვს, გოგა კი თითქოს შემოსილია ყველაფრით, რაც ჩვენ გამოგვარჩევს.“

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა NBA – ში გატარებული პერიოდიც გაიხსენა. ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნა, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 18 წლის ასაკში მოხვდა და მისგან ძალიან ბევრს ელოდნენ. ნიკოლოზ ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ NBA – ში  თამაშამდე ევროპული გამოცდილება ლეგიონერებს ეხმარება და მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში ადრეულ ასაკში მოხვდა. ნიკოლოზ ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ გოგა ბითაძე მასთან შედარებით NBA – ში საკმაოდ გამოცდილი მივიდა.

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა მომავალ გეგმებზეც ისაუბრა, თუმცა კალათბურთელმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს თამაშს.