ნიკოლოზ ჩიქოვანმა „უოტფორდში“ სადებიუტო გოლი გაიტანა #1TVSPORT

20:33, 25.07.2026

ნიკოლოზ ჩიქოვანმა „უოტფორდის“ რიგებში პირველად გაიტანა და ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდს როსტოკის „ჰანზას“ ანგარიშით 3:0 დამარცხებაში დაეხმარა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა, სამი წუთის შემდეგ კი გერმანული გუნდის კარი აიღო.

ეს ჩიქოვანისთვის მოსამზადებელ ეტაპზე „უოტფორდის“ რიგებში ჩატარებული მესამე ამხანაგური მატჩი იყო. მანამდე „ბორჰემ ვუდთან“ წაგებულ (1:2) შეხვედრაში მოედანზე 11 წუთი გაატარა, ხოლო „ბარნეტთან“ (2:2) – 45 წუთი.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას „უოტფორდი“ იტალიურ „ფიორენტინასთან“ 29 ივლისს გამართავს, 16 აგვისტოს კი ჩემპიონშიფში ახალი სეზონი დაიწყება და გუნდი საკუთარ მოედანზე „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებს.

მსგავსი