ნიკოლოზ ბასილაშვილს ჯოკოვიჩთან შეხვედრის შანსი აქვს
ნიკოლოზ ბასილაშვილს ჯოკოვიჩთან შეხვედრის შანსი აქვს

გასულ კვირას მადრიდის „მასტერსის“ პირველ წრეში წაგების მიუხედავად, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამი საფეხურით მაღლა აიწია კლასიფიკაციაში და მსოფლიოს 74-ე ჩოგანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის დედაქალაქში ბასილაშვილმა საწყის რაუნდში წააგო ფრანგ გაელ მონფილსთან.

ამ კვირაში ბასილაშვილი რომის „მასტერსზე“ ითამაშებს. მან უკვე გაიარა საკვალიფიკაციო ტურნირის ორი ბარიერი და ძირითად ბადეში მოხვდა.

ქართველი სამშაბათს ჩაატარებს პირველი წრის მატჩს ნაკლებად ცნობილი იტალიელის, ფილიპო ბალდის წინააღმდეგ, რომელიც 22 წლისაა და ATP-ის რეიტინგში 370-ე ადგილს იკავებს.

ამ მატჩში გამარჯვებული მეორე წრეში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს შორის მოგებულს შეხვდება.