ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის 2026 წლის გათამაშებაზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2026 წლის უიმბლდონის გათამაშებაზე გამოსვლა დაასრულა.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბასილაშვილი შვედეთის წარმომადგენელ ელიას იმერთან დაძაბულ, სამსეტიან შეხვედრაში 6:2, 3:6, 6:7 (8:10) დამარცხდა.
გაცვლილი ორი სეტის შემდეგ, მესამე სეტში პირველი ბრეიქი შვედმა შეასრულა, ბასილაშვილმა ჩაწოდება დაიბრუნა და შეხვედრა ტაიბრეიქამდე მივიდა, სადაც გადამწყვეტი ქულა იმერმა ანგარიშზე 8:8 მოიპოვა.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 112-ე ადგილზეა. ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის რამდენიმე ქულას დაკარგავს, რადგან გასულ წელს უიმბლდონის ძირითადი ეტაპის მეორე წრეში ითამაშა.