ნიკოლოზ ბასილაშვილმა სან მარინოს ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სან მარინოს ჩელენჯერის 1/16-ფინალურ ეტაპზე ჩეხი მიქაელ ვრბენსკი სამ სეტში – 6:3, 3:6, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
მატჩის მანძილზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს სამი ჩაწოდება აართვა, თავად კი მხოლოდ ერთი დაკარგა. სამი სეტის მანძილზე ბასილაშვილის ანგარიშზე 15 ეისი იყო.
სან მარინოს ტურნირის მერვედფინალში ქართველის მეტოქე ხორვატი მილი პოლიჩაკი იქნება.
ამჟამად ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილზეა.