ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსზე თამაში დაადასტურა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსზე თამაში დაადასტურა

„დიდი სლემის“ ტურნირის – როლან გაროსის ორგანიზატორებმა 2020 წლის გათამაშების მონაწილეთა ოფიციალური სია გამოაქვეყნეს. პარიზულ ტურნირში 30-ე ნომრად იქნება განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა შეიტანა განაცხადი ტურნირში მონაწილეობაზე.

ასევე იქნებიან როლან გაროსზე მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი და ქალთა რეიტინგის ლიდერი ეშლი ბარტი ითამაშებენ. როგორც ცნობილია, ორივე მოთამაშემ უარი განაცხადა აშშ-ის ღია პირველობაში მონაწილეობაზე. ეს ტურნირი ნიუ იორკში ამ დღეებში მიმდინარეობს.

ნადალი და ბარტი როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონები არიან.

დღევანდელი მონაცემებით, ჯერჯერობით არც ერთი წამყვანი ჩოგბურთელი არ აპირებს როლან გაროსის გამოტოვებას.

წელს, საფრანგეთის ღია პირველობა 21 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე გაიმართება.