ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე ასპარეზობა დაასრულა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი წარმატებული მატჩის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითადი ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრა პორტუგალიელ ჰენრიკე როშასთან დაძაბულ ხუთსეტიან ბრძოლაში დათმო – 6:7, 6:2, 6:7, 6:2, 2:6.

ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილზეა.