ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის „მასტერსი“ წააგო და 2019 წლის სეზონი დაასრულა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის „მასტერსი“ წააგო და 2019 წლის სეზონი დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილს პარიზის „მასტერსის“ პირველ წრეში წარუმატებელი გამოსვლა ჰქონდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირწმინდად დათმო შეხვედრა მოლდოველ რადუ ალბოტთან – 3:6, 2:6.

პირველი სეტის სტარტი კატასტროფული აღმოჩნდა ბასილაშვილისთვის, მან ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო. ქართველი მხოლოდ 0:5-ის შემდეგ მოვიდა გონს, მიყოლებით აიღო სამი გეიმი და თითქოს ბრძოლაში დაბრუნდა, მაგრამ ალბოტმა შეძლო მეორე ჯერზე სეტზე ჩაწოდება და საწყისი პარტიის მოგება.

მეორე სეტში მოლდოველს მეტოქის ყველა გეიმში ჰქონდა ბრეიკ-პოინტი და ორჯერ შეძლო ბასილაშვილის მოწოდების აღება. ქართველმა კი სამიდან ვერც ერთი შანსი გამოიყენა.

ამით ბასილაშვილმა 2019 წლის სეზონი დაასრულა, რადგან კალენდარში რჩება ახალი თაობის შემაჯამებელი ჩემპიონატი და წლის შემაჯამებელი ტურნირი. პირველში ქართველი ასაკის გამო ვერ ხდება, მეორეში კი ქულების მიხედვით.

დატოვე კომენტარი