ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოთხ სეტში წააგო და ავსტრალიის ღიას პირველ წრეში გამოეთიშა #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში გამოეთიშა ავსტრალიის ღია პირველობას. მსოფლიოს 210-ე ჩოგანმა 2 საათი და 35 წუთი ბრძოლის შემდეგ ოთხ სეტში წააგო ჩეხ იაკუბ მენშიკთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებს – 1:6, 7:6(3), 3:6, 3:6.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს მეტოქეზე მეტი ბრეიკპოინტი ჰქონდა – 12 11-ის წინააღმდეგ, მაგრამ ქართველს ამ შანსების რეალიზაცია არ უვარგოდა – მხოლოდ ერთხელ აიღო ჩეხის მოწოდება. თავად მენშიკს კი ეს მაჩვენებელი 50 პროცენტზე მაღალი ჰქონდა – ექვსი ბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილმა 10 ეისი ჩააწოდა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მენშიკის ანგარიშზე კი 31 ეისი და 8 ორმაგი შეცდომა იყო.
ბასილაშვილი ძალიან ბევრს ცდებოდა და მატჩის ბოლოს 46 უნებლიე შეცდომა ჰქონდა 38 „ვინერსთან“ ერთად.
იაკუბ მენშიკი მეორე წრეში ნორვეგიელ კრისტიან რუუდს შეხვდება.