ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერი ნაკაშიმა დაამარცხა და ბორდოს ჩელენჯერის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში მსოფლიოს 29-ე ნომერი, ბრენდონ ნაკაშიმა სამ სეტში, 6:2, 6:7 (4:7), 6:3 დაამარცხა.
ბასილაშვილმა თამაში აქტიურად დაიწყო, პირველ სეტში ორი ბრეიქი შეასრულა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მეორე სეტში მეტოქეებმა თითო ბრეიქი გაცვალეს, ხოლო ტაიბრეიქზე ამერიკელმა მეტოქემ სამი მინიბრეიქი შეასრულა. მესამე სეტში კი ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე გეიმში მოიპოვა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
ბორდოს ჩელენჯერის ნახევარფინალში ბასილაშვილი ნიდერლანდელ ტალონ გრიეკსპურსა და ფრანგ ტერენს ატმანეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ამ მომენტისთვის ქართველი მსოფლიო რეიტინგში 157-ე ადგილზეა, ხოლო ბორდოს ტურნირის შემდეგ რამდენიმე საფეხურით დაწინაურდება.