ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე კარლოს „მასტერსის“ პირველი წრე ვერ დაასრულა და ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე კარლოს „მასტერსის“ პირველი წრე ვერ დაასრულა და ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

წარუმატებელი აღმოჩნდა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მონტე კარლოს „მასტერსის“ პირველი წრე. ქართველმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო წინააღმდეგობა ვერ გაუწია სერბ ფილიპ კრაინოვიჩს და მეორე სეტის სტარტზე მიატოვა შეხვედრა.

კრაინოვიჩმა პირველი პარტია ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით დაიწყო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ბასილაშვილმა ერთი გეიმის აღება. ამის შემდეგ, სერმა კიდევ სამი გეიმი მოიგო და 6:1, 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც, ბასილაშვილმა უარი განაცხადა თამაშის გაგრძელებაზე.

ქართველმა ჩოგბურთელმა ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდებით ქულების 50 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 29.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გასულ კვირას კალიარის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ნახევარფინალში გავიდა და იქ კიდევ ერთ სერბთან ლასლო ჯერესთან დამარცდა.