ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარჯვენა ხელზე მეორე ოპერაცია წარმატებით ჩაიტარა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარჯვენა ხელზე მეორე ოპერაცია წარმატებით ჩაიტარა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარჯვენა ხელზე მეორე ოპერაცია წარმატებით ჩაიტარა, – ამასთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ბოლო პერიოდში ბასილაშვილს ხელის ტრავმა კორტზე სრულფასოვანი მოქმედების საშუალებას არ აძლევდა. ამის შესახებ მან რამდენიმე კვირის წინაც ამცნო საკუთარ გულშემატკივრებს.

„მეორე ოპერაცია ჩავიტარე, შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ“, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ინსტაგრამზე.

ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 218-ე ადგილამდე დაქვეითდა. მიმდინარე სეზონში მან ბოლოს თებერვალში მოიგო. კარიერის მანძილზე ნიკოლოზს ATP-ის კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, კლასიფიკაციაში კი მისი საუკეთესო მაჩვენებელი მე-16 ადგილია.