ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის მასტერსზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის პირველ მასტერსის ტურნირზე, ინდიან ველსზე გამოსვლა დაასრულა.
საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ტურნირის ძირითად ბადეში ბასილაშვილი მსოფლიოს 48-ე ჩოგანს, ამერიკელ მარკოს გირონს შეხვდა და ორ სეტში, 5:7, 6:7 (3:7) დამარცხდა.
პირველ სეტში გირონმა ერთადერთი ბრეიქი პარტიის მიწურულს შეასრულა, ხოლო მეორე სეტი ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო, მეტოქის ჩაწოდებაც აიღო, თუმცა ბოლოს გირონი გააქტიურდა და ტაიბრეიქზე გაიმარჯვა.
მსოფლიოს მიმდინარე რეიტინგში, ინდიან ველსის ძირითად ბადეში მოხვედრით, ნიკოლოზ ბასილაშვილი 145-ე ადგილზე გადაინაცვლებს.