ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინიქსის ჩელენჯერზე პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინიქსის ჩელენჯერზე პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფინიქსში მიმდინარე 175-ქულიან ჩელენჯერზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში ტურნირის მეექვსე ნომრად განთესილი პოლონელი კამილ მაირჟაკი ორ სეტში – 7:6, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრა საათსა და 34 წუთს გაგრძელდა.

მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ არტურ კაზოს დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 76-ე ადგილზეა. მატჩი 13 მარტს შედგება.