ნიკოლოზ ბასილაშვილმა დევისის თასის პლეიოფი გამარჯვებით დაიწყო

12:25, 06.03.2020

დევისის თასის II მსოფლიო ჯგუფის პლეიოფის პირველი შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ესტონელ ვლადიმირ ივანოვს შორის ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ორ სეტში, 6-4, 6-1 სძლია. შედეგად, საქართველოსა და ესტონეთს შორის ანგარიში 1-0 გახდა.

მომდევნო მატჩში ალექსანდრე მეტრეველი კრისტიან ტამს დაუპირისპირდება.

მსგავსი