ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩენდუს ტურნირზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩენდუს ტურნირზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ლორენცო მუზეტისთან 3:6, 3:6 დამარცხდა.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა იტალიელმა პირველ სეტში გადამწყვეტი უპირატესობა მეხუთე გეიმში მოიპოვა, ხოლო მეორე სეტში – მერვე გეიმში.

ბასილაშვილმა ჩენდუს ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, ხოლო ძირითად ბადეში ორი მატჩი მოიგო. ის ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილს იკავებს და ახალი კვირიდან კლასიფიკაციაში დაწინაურდება.