ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი ბელგიელ გოტიე ონკლენს (218-ე ადგილი რეიტინგში) შეხვდა და სამ სეტში, 7:6, 5:7, 6:1 გაიმარჯვა.
შემდეგ ეტაპზე ბასილაშვილი შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ჰიუსლერს (228-ე ადგილი რეიტინგში) დაუპირისპირდება. მატჩი 20 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
წლის რიგით მეოთხე დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსხვედრად ნიკოლოზ ბასილაშვილს საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ორი მატჩის მოგება სჭირდება.
ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა (ATP) მსოფლიო რეიტინგში 109-ე ადგილზეა.