ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკულ ჩელენჯერზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკულ ჩელენჯერზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკულ ჩელენჯერზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. ამ დროისთვის მსოფლიოს რეიტინგში 112-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში მასპინძელი კრისტოფერ ეუბანკსი (154) დაძაბულ, სამსეტიან მატჩში დაამარცხა – 6:3, 3:6, 7:5.

ბასილაშვილი ტურნირზე მე-6 ნომრად არის განთესილი და მომდევნო ეტაპზე დარვინ ბლანჩისა და მერფი კასონის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ჩელენჯერი 125 სარეიტინგო ქულას იძლევა, საპრიზო ფონდი კი 200 000 დოლარია.