ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ავსტრალიის ღიას პირველობაზე 22 წლის ამერიკელია
ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ავსტრალიის ღიას პირველობაზე 22 წლის ამერიკელია

გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობაზე. ქართველ ჩოგბურთელს საწყის რაუნდში 22 წლის ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი შეხვდება.

იუბენქსმა გაიარა კვალიფიკაციის სამი რაუნდი და კარიერაში პირველად მოიპოვა ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში თამაშის უფლება. ამერიკელმა დაამარცხა ფრანგი კორენტენ მუტე (2:6, 6:1, 6:4), კვალიფიკაციაში მეორე ნომრად განთესილი ფელიქს ოჟე-ალიასიმი (7:6, 6:3) და ესპანელი პედრო მარტინესი (6:3, 6:3).

ბასილაშვილი და იუბენქსი არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში. ორი მეტრი და ერთი სანტიმეტრი სიმაღლის ამერიკელი მსოფლიოს 176-ე ჩოგანია.

ამ წყვილში გამარჯვებული შეხვდება არგენტინელ გვიდო ანდრეოცისა და იტალიელ სტეფანო ტრავალიას შორის გამარჯვებულს.