ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს პირველივე მატჩში დაემშვიდობა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს პირველივე მატჩში დაემშვიდობა #1TVSPORT

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენაში მიმდინარე ტურნირზე პირველივე წრეში დამარცხდა. ქართველი პირველ ნომრად განთესილ და რეიტინგის მეოთხე ნომერ, რუს დანილ მედვედევს დაუპირისპირდა და ორ სეტში, 2:6, 2:6 წააგო. შეხვედრა ერთ საათში დაარულდა.

მედვედევმა 10 ეისი ჩააწოდა, ბასილაშვილს ეისი არ ჰქონია და 4-ჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე მეათე შეხვედრაა რაც სეტის მოუგებლად გადის კორტიდან.