ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა – ქართველმა კარლოს ალკარასთან მეორე სეტში იბრძოლა #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ATP 500-ის ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
მსოფლიო რეიტინგში 95-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილი მსოფლიოს მესამე ჩოგანს, დიდი სლემის ტურნირების შვიდგზის ჩემპიონს, ესპანელ კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა და ორ სეტში – 1:6, 6:7 (11:13) დამარცხდა.
შეხვედრის პირველი სეტი ალკარასის უპირატესობით წარიმართა და ესპანელმა ჩოგბურთელმა გამარჯვება 29 წუთში მოიპოვა.
გაცილებით დაძაბული გამოდგა მეორე სეტი. ბასილაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც გამარჯვებულის გამოსავლენად 24 ქულის გათამაშება გახდა საჭირო. საბოლოოდ, ალკარასმა 13:11 გაიმარჯვა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.