ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს წყვილთა თანრიგშიც გამოეთიშა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს წყვილთა თანრიგშიც გამოეთიშა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს უიმბლდონის ტურნირზე მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად წყვილთა თანრიგის მერვედფინალური შეხვედრა ჩაატარა. ქართულ/მოლდოვური დუეტი მეოთხედფინლაში გასასვლელედ კოლუმბიურ წყვილს – კაბალი/ფარაჰს შეხვდა და უშანსოდ სამ სეტში 1:6 4:6 4:6 დამარცხდა.

ბასილაშვილი/ალბოტის დღევანდელი მეტოქეები ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ცნობილი და ძლიერი წყვილია. ისინი ტურნირზე მეექვსე ნომრად არიან განთესილები. 2019 წელს კი მსოფლიო რეიტინგის სათავეში იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშივილი უიმბლდონის ერთეულთა თანრიგსაც გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი მესამე წრეში რეიტინგში 104-ე ადგილზე მყოფ ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენთან სამ სეტში დამარცხდა.