ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას იწყებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას იწყებს. მისი პირველი მეტოქე შვედი ჩოგბურთელი ელიას იმერი იქნება. შეხვედრა 22 ივნისს არის ჩანიშნული.
საკვალიფიკაციო ბადეში ბასილაშვილი მეექვსე ნომრად არის განთესილი. აღსანიშნავია, რომ ბალახის საფარზე იმერის წინააღმდეგ მას მხოლოდ ერთხელ უთამაშია – 2018 წელს გერმანიაში გამართული მატჩი ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
შვედი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი ნახევარფინალში გადაინაცვლებს და ტიმოფი სკატოვსა და ალექს ბარენას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ძირითად ბადეში მოსახვედრად სამი მატჩის მოგებაა საჭირო.
უიმბლდონზე ქართველი სპორტსმენის საუკეთესო მიღწევა მესამე ეტაპზე თამაშია, რაც მან 2015 და 2022 წლებში შეძლო.