ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორელოს ტურნირზე ერგი კირკინთან დამარცხდა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორელოს ტურნირზე ერგი კირკინთან დამარცხდა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანეთის ქალაქ ტორელოში მიმდინარე ITF-ის ტურნირზე გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა.

ბასილაშვილმა თავისი შეხვედრა თურქ ჩოგბურთელთან, ერგი კირკინთან სამ სეტში, 6:4, 1:6, 0:6 წააგო. ნიკოლოზი პირველ სეტში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა მეორე და მესამე სეტში შანსი, ფაქტობრივად, არ ჰქონია.

ტრავმის შემდეგ ტორელოს ტურნირი ბასილაშვილისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, მან ორი ეტაპი გაიარა. მეოთხედფინალისკენ მიმავალ გზაზე ნიკოლოზმა ესპანელი და ლუქსემბურგელი ჩოგბურთელები დაამარცხა.

ქართველ ჩოგბურთელს კარიერაში ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, მისი საუკეთესო შედეგი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში კი მე-16 ადგილი იყო.